"m² იპოდრომთან" სამშენებლო სამუშაოები

ივლისი 25, 2012

"m² იპოდრომთან" ამ ეტაპზე განხორციელებულია შემდეგი სამშენებლო სამუშაოები:

  • კორპუსი-1: დასრულდა მესამე სართულის გადახურვის ფილის მოწყობა და მიმდინარეობს   მეოთხე სართულის სვეტების (კოლონების) მოწყობა. ამავე კორპუსის პირველ და მეორე სართულზე  მიმდინარეობს ბლოკის დაწყობა.
  • კორპუსი-2: დასრულდა მესამე სართულის გადახურვის ფილის მოწყობა, პირველ სართულზე კი მიმდინარეობს  ბლოკის დაწყობა.
  • კორპუსი-3: მესამე სართულზე მიმდინარეობს სვეტების და დიაფრაგმის მოწყობა,  ივლისის ბოლომდე მოეწყობა მესამე სართულის გადახურვის ფილა.
  • კორპუსი-4 დასრულდა საძირკველის ფილის ბეტონით მოწყობა.
  • კორპუსი-5 ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე სართულზე არსებული სვეტების და დიაფრაგმის კედლების არმირება.
  • ზემოთ აღნიშნულ კორპუსებს შორის არსებული "პარკინგის" 80% დასრულებულია.
  • კორპუსი-6: მიმდინარეობს პირველი სართულის იატაკის მოწყობა.
  • კორპუსი-7: დასრულდა საძირკვლის ფილის და სვეტების მოწყობა, ივლისის ბოლომდე დაბეტონდება პირველი სართულის იატაკი.
  • კორპუსი-9: დაწყებულია მიწის ამოღება, ივლისის ბოლომდე დაიწყება საძირკვლის ფილის მოწყობა.

მსგავსი სიახლეები