გამწვანების კიდევ ერთი ღონისძიება m²-ისგან

აპრილი 02, 2015

2 აპრილს, m2-ის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სკვერის გასაშენებლად განკუთვნილ ადგილას, გამწვანების აქცია განახორციელეს და 100 ძირი ხე დარგეს. მცენარეების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შერჩეულ იქნა დენდროლოგის რეკომენდაციით, ასევე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით. 

ტერიტორიაზე დაირგო: კედარი (25 ძირი), ელდარის ფიჭვი (25 ძირი), კვიპაროსი (25 ძირი), ნუში (15 ძირი), იასამანი (5 ძირი) და იფანი (5 ძირი). 
გარდა ამისა, m2 ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობასაც დააფინანსებს, რასაც პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ. 

m2-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სხვა ტერიტორიების გამწვანებაზე. 

ტეგები:

მსგავსი სიახლეები