m² გალერეა გაიხსნა!

ივნისი 09, 2015

თბილისში, ქავთარაძის N1-ში,  სრულიად ახალი კონცეფციის მქონე უნიკალური „m² გალერეა“  გაიხსნა.  „m² გალერეაში“ 500კვ.მ.-ის ფართობზე განთავსებულია  ინტერიერის დაიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში, წარმოდგენილია  დეველოპერული კომპანიის  მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. „m² გალერეაში“ შესაძლებლია m²-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწორედ აქ, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის.

 

გალერეაში მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი.  მომხმარებელს საშუალება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინის მომავალი მფლობელი გაცილებით უკეთ შეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება მას ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. 

 

m² მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს -  სხვა და სხვა დროს, გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. მომხმარებლები მომსახურების მიღებასთან ერთად გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს. „ გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის - გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები იხილოს.

იხილეთ ვიდეოტური გალერეაში ბმულზე.

 

 

ტეგები:

მსგავსი სიახლეები