m² პარალელურად 4 ენერგოეფექტური სახლის მშენებლობას ახორციელებს

ივნისი 19, 2015

m² ამჟამად 4 მიმდინარე ენერგოეფექტური კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
კარკასის სამუშაოები ბოლომდე დასრულებულია m² ნუცუბიძეზე და m² ყაზბეგზე და ბინებში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

კარკასის სამუშაოები ბოლომდე დასრულებულია m² ნუცუბიძეზე და m² ყაზბეგზე და ბინებში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

რაც შეეხება გასული წლის მეორე ნახევარში დაწყებულ პროექტებს, m² თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი, სამშენებლო სამუშაოების 41% და 56% დასრულებულია.

სულ რაღაც 5 თვეში ჩამოთვლილი კომპლექსებიდან ერთ-ერთი, m² ნუცუბიძეზე სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდება მობინადრეებს.

ოთხივე კომპლექსის მაცხოვრებლებს გარემონტებულ ბინებში დახვდებათ სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას კი უზრუნველყოფს კომპლექსის მომსახურება, რომელიც მოიცავს 24-საათიან დაცვის სამსახურს, სადარბაზოების, ლიფტების, ეზოების დასუფთავებას და გამწვანების მოვლას.


მსგავსი სიახლეები