m² - წლის დეველოპერული კომპანია

ივლისი 04, 2015

m² ბიზნეს სახელების გამარჯვებული გახდა კატეგორიაში "წლის დეველოპერული კომპანია". ჯილდოს გადასაცემად გათვალისწინებული იქნა ენერგოეფექტური, ხარისხიანი მშენებლობები და ინოვაციური მეთოდების გამოყენება.

სახე(ლ)ები 2002 წლიდან გამოდის და მიზნად ისახავს წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას, ასევე იმ კომპანიების წინ წამოწევას, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბიზნესის განვითარებაში. 

m² დიდ მადლობას უხდის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ნოვატორული მიდგომებით შევქმნათ კომფორტული ცხოვრების ახალი სტანდარტი.