„m² იპოდრომთან“ მშენებლობა დაიწყო

აპრილი 20, 2012

„m² იპოდრომთან“ კომპანია m² უძრავი ქონების  ახალი სამშენებლო პროექტია. ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო თამარაშვილის ქ.#13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. ბინები თანამედროვე დიზაინით და დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ მობინადრეებს 2014 წლის სექტემბერში. 

კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან და გაშენებულია 15,000 კვ.მ. ფართობზე. „m² იპოდრომთან“ სტანდარტული ბინების ფართი 47კვ.მ-დან  172კვ.მ-დეა. თუმცა ნებისმიერი ბინის პროექტში გეძლევათ საშულება შეიტანოთ შესწორება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად - გააერთანოთ ბინები, შეცვალოთ განლაგება და სხვა.


მსგავსი სიახლეები