m² იპოდრომთან 2 - ხიმინჯების მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ნოემბერი 17, 2015

კომპლექსის m² იპოდრომთან 2 ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები. შეყვანილია ტექნიკა და მიმდინარეობს ხიმინჯების მოსაწყობად მზადება.  ამჟამად სამშენებლო მოედანზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა, რის შემდეგაც დაიწყება ხიმინჯებისთვის ბურღვა, რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობა და დაბეტონება.

კომპლექსს კომპანია ანაგი აშენებს. 2015 წლის მდგომარეობით კომპანიას დასრულებული აქვს 200-მდე სამშენებლო პროექტი.

m²-ს თანამშრომლობა კომპანიასთან ერთ მიმდინარე (m² თამარაშვილზე) და ერთ დასრულებულ კომპლექსს მოიცავს (m² ნუცუბიძეზე).

m² იპოდრომთან 2 ბარდება დასრულებული რემონტით 2018 წლის ოქტომბერში.


მსგავსი სიახლეები