ოპტიმა ისანი - მშენებლობის პროგრესი, იანვარი 2016

იანვარი 26, 2016

ამჟამად საცხოვრებელ კომპლექსში ოპტიმა ისანი დასრულებულია კარკასისა და გადახურვის სამუშაოები. ასევე დასრულდა კედლების მოწყობა ბლოკით. შიდა ლესვა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი. ელექტრობის დაქსელვის მაჩვენებელი 97%-ია. ასევე მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მილების მოწყობა (97%) და გაზმომარაგების სამუშაოები (93%). კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობს ბინების რემონტი, მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის სამუშაოები და ფასადის დამუშავება. სულ სამშენებლო სამუშაოების 77%-ია შესრულებული.

კორპუსების ჭრილში სამუშაოები ასე გამოიყურება:

I კორპუსში მიმდინარეობს ბინებში კედლების და ჭერების შეფითხვნა და თაბაშირ-მუყაოს ფილების მოწყობა. აივნებზე და დერეფნებში იგება კერამიკული ფილები.
დასრულდა იატაკის მოჭიმვის სამუშაოები.

II კორპუში დაიწყო ლამინირებული იატაკის მოწყობა. მიმდინარეობს ბინებში ჭერისა და კედლების შეღებვა (I პირის ღებვა). WC-ში და სამზარეულოებში მიმდინარეობს კერამიკული ფილების მოწყობა.

იხილეთ მშენებლობის პროგრესი


მსგავსი სიახლეები