„m² ჩუბინაშვილზე“ მშენებლობა დასრულდა

სექტემბერი 24, 2012

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩა 68-ში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის „m2ჩუბინაშვილზე“ მშენებლობა უკვე დასრულებულია, 2012 წლის 17 აგვისტოდან მობინადრეებისათვის ბინების ეტაპობრივად გადაცემა დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს. კომპლექსი 123 ბინისაგან შედგება. ეს კომპანია m2უძრავი ქონების მიერ განხორციელებული პროექტებიდან პირველისაცხოვრებელი კომპლექსია.

კომპლექსი 2 წლის განმავლობაში შენდებოდა და ბინები დასრულებული რემონტით დათქმულ ვადაში ჩაბარდათ მობინადრეებს.

დამატებითი კომფორტისთვის m2 უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას, რაც მოიცავს:

  • 24-საათიანი დაცვას;
  • ეზოს, სადარბაზოების, მიწისქვეშა პარკინგისადა ლიფტების დასუფთავებას;

ლიფტების ტექნიკურ მომსახურებას


მსგავსი სიახლეები