შეიძინეთ ბინა ყოველგვარი დანაზოგისა და სესხის აღების გარეშე!

თებერვალი 16, 2016
  • m² უძრავი ქონება მომხმარებლებს სენსაციურ გადახდის პირობებს სთავაზობს. 1 მარტიდან 1 მაისამდე შესაძლებელი იქნება დანაზოგისა და სესხის აღების გარეშე შეიძინონ ბინა 2 მიმდინარე პროექტში: m² იპოდრომთან 2 და ოპტიმა ისანში.

    10/90 აქციის ფარგლებში ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებლებს დღეს აირჩიონ ჩვენს მშენებარე კომპლექსებში ბინა, მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიური თანაბარი შენატანებით დაფარონ მხოლოდ 10% და დარჩენილი 90% დაფარონ კომპლექსის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, რაც საკმაო დროა ძველი ბინის გასაყიდად.

    რამდენია პირველადი შესატანი?

    პირველადი შესატანი არ მოითხოვება. თქვენ შეგიძლიათ მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიური თანაბარი შენატანებით დაფაროთ მხოლოდ 10% და დარჩენილი 90% დაფაროთ კომპლექსის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, რაც საკმაო დროა ძველი ბინის გასაყიდად.

    რა ვადამდე უნდა ვიხადო ყოველთვიური შენატანები?

    ბინის ღირებულების 10% უნდა დაიფაროს ყოველთვიური შენატანებით:
    • იპოდრომი 2-ის პროექტისთვის - 2018 წლის ოქტომბრამდე
    • ოპტიმა ისანის პროექტისთვის - 2016 წლის ივლისამდე

    რამდენი ხნის შემდეგ უნდა შემოვიტანო დარჩენილი 90%?

    დარჩენილი 90% შეგიძლიათ ახალი ბინის ჩაბარების შემდეგ შემოიტანოთ:

    • იპოდრომი 2-ის პროექტისთვის - 2018 წლის დეკემბრის ბოლოს
    • ოპტიმა ისანის პროექტისთვის - 2016 წლის დეკემბრის ბოლოს

    თუ უფრო ადრე შევძლებ სრული ღირებულების ან გარკვეული ნაწლის წინასწარ, მშენებლობის დასრულებამდე შემოტანას, თუ აისახება ბინის ფასზე?

    თუ თქვენ დათქმულზე ადრე შეძლებთ ბინის ღირებულების ნაწილის, ან სრულად დაფარვას, მაშინ ბინის ღირებულება გარკვეული პროცენტით გაგიიაფდებათ (რაც დამოკიდებულია დარჩენილ დროზე და თანხის ოდენობაზე)


    დამატებით უზრუნველყოფად რა მოითხოვება?

    დამატბით უზრუნველყოფას ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი (ან თქვენი რომელიმე ოჯახის წვრის სახელზე) არსებული ბინა, რომლის გაყიდვის შემდეგაც ფიქრობთ ახალი ბინის ღირებულების დაფარვას.

    რა საბუთები დამჭირდება?

    თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა და უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ბინის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. 
    ცნობა სამუშაო ადგილიდან არ მოითხოვება.

მსგავსი სიახლეები