მშენებლობის პროგრესი

ოქტომბერი 23, 2013

საცხოვრებელი კომპლექსის m² იპოდრომთან სულ უფრო მეტად იზიდავს გამვლელთა ყურადღებას მას შემდეგ, რაც ფასადები სრულად გაილესა და ძირითადი ნაწილი შეიღება. დღითი დღე იძენს შთამბეჭდავ ფორმასა და იერსახეს კომპლექსი, რომელიც სულ მალე თქვენი საცხოვრებელი ადგილი გახდება.

 

გარდა იმისა, რომ კარკასი ვადაზე ადრე დასრულდა და გადაიხურა, კომპლექსში 100%-ით არის შესრულებული ელექრტოსადენებით დაქსელვის სამუშაოები. უკვე ყველა ბინას აქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა და აივანი. გაზმომარაგების მილები სრულად გაყვანილია I-VII კოპუსებში, ხოლო VIII და IX კორპუსებში  - ოქტომბერში დასრულდება.

 

სასიხარულოა, რომ ბინებში აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. 170-მდე ბინაში რემონტი თითქმის დასრულებულია, ხოლო მთელს კომპლექსში აღნიშნული სამუშაოების 61% (საშუალოდ) უკვე შესრულებულია.

 

კომპლექსის ეზოც ნელ-ნელა იძენს საბოლოო სახეს - I –III კორპუსების წინ მოეწყო საყვავილეები და ქვაფენილი. მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები კი თითქმის 60%-ით დასრულებულია.

იხილეთ მშენებლობის პროგრესი და დასრულების თარიღები


მსგავსი სიახლეები