დეველოპერულმა კომპანია m²-მა 25 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები განათავსა

ოქტომბერი 07, 2016

დეველოპერულმა კომპანია „m² უძრავი ქონება“-მ 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა.  ხსენებული სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%-ს სთავაზობს, რაც 2015 წლის 20 მარტს გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. m²-ის ობლიგაციების განთავსება კომპანია „გალტ & თაგარტ“-მა განახორციელა.

 

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მეოთხე ემისია m²-სთვის  წარმატებული აღმოჩნდა - ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა, რამაც  ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება განაპირობა.

 

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ისობლიგაციების რიგით მეოთხე, ყველაზე მსხვილი და ისტორიულად ყველაზე წარმატებული გამოშვების შესახებ. წინა სამი გამოშვების მსგავსად, m²–ისობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმს. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა და  მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას. თავისთავად სამწლიანი ობლიგაციების გამოშვება წლიურ 7.5%-ში პოზიტიურ ტენდენციას ამკვიდრებს ობლიგაციების ბაზარზე საქართველოში და ხელს შეუწყობს ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას“- განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ.

 

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი -ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება საქართველოში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 


მსგავსი სიახლეები