საახალწლო აქცია - ფასდაკლება და ჭკვიანი სახლი საჩუქრად!

დეკემბერი 03, 2016

შეიძლება თუ არა, რომ ახალ წელს ყველაზე ჯადოსნური სურვილები ახდეს?

.

ცხადია, შეიძლება!

.

31 იანვრამდე, შეიძინეთ ბინა პროექტში იპოდრომთან 2 და 13% ფასდაკლებასთან ერთად მიიღეთ „ჭკვიანი სახლი“ საჩუქრად!

.

.

ჩაერთეთ საახალწლო აქციაში და მიიღეთ დამატებითი კომფორტი.  საჩუქრად გადმოგცემთ ბინის ზომის შესაბამისად შერჩეული კომპლექტაციის "ჭკვიანი სახლის" ფუქციას. მისი მეშვეობით მარტივი მობილური აპლიკაციით, სახლიდან მოშორებითაც შეძლებთ თქვენს ბინაში აკონტროლოთ განათება, გათბობა, გაგრილება, აუდიო/ვიდეო სისტემა, წყლის გაჟონვა თუ კვამლის არსებობა, ფარდების მართვაც კი.

.

.

აქციის პირობები:

.

ფასდაკლება მოქმედებს ერთიანი გადახდით ან იპოთეკური სესხით ბინის შეძენისას, ხოლო საჩუქარი გადმოგეცემათ როგორც ერთიანი გადახდით, ისე შიდა განვადებით შეძენის შემთხვევაში.

.

აქციის პერიოდში ნებისმიერი ფართის ბინას საჩუქრად მოყვება სინათლის, გათბობის, კონდიციონერის მართვის და კვამლისა და წყლის გაჟონვის დეტექტორის ფუნქციონალები, ყველა საჭირო მოწყობილობასთან ერთად. ასევე საჩუქრად გადმოგეცემათ და ბინაში დაგხვდებათ დამონტაჟებული კონდიციონერი.

.

2 და 3-საძინებლიანი ბინის შეძენისას დამატებით თქვენი შერჩევით გადმოგეცემათ ყავის აპარატი wifi წვდომით ან აუდიო სისტემა და მისი დისტანციური მართვა.

.

ხოლო 3-საძინებლიან ბინაზე დამატებით გათვალისწინებულია ფარდების დისტანციურად მართვის ფუნქცია და შესაბამისი მოწყობილობები.

.

გაიგეთ აქციის დეტალები ჩვენს ოფისებში ან დარეკეთ: +995 32 2 444111.


მსგავსი სიახლეები