m²-მა ზუგდიდში სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა

ნოემბერი 28, 2018

-მა ზუგდიდში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია წარადგინა.

განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთან, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა მისი მდებარეობით. პროექტი 130 თანამედროვე აღჭურვილობის და დიზაინის ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.

„ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითრებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ქალაქია, რომელსაც განვითრების დიდი პოტენციალი აქვს.

ამავდროულად, ცხადია 30 მილიონი ლარის ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როდესაც სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორატიული კულტურიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან თითოეული პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“ - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m2 - გენერალური დირექტორი.


მსგავსი სიახლეები