m²-ის ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია

დეკემბერი 20, 2013

20 დეკემბერს, კომპანიამ "m² უძრავი ქონება", სასტუმრო "რედისონ ბლუ"-ში, ორი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი წარადგინა. 

ორივე კომპლექსი თბილისში - ნუცუბიძის ქუჩასა და ყაზბეგის გამზირზე შენდება. 

პროექტები მწვანე სტატუსის მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე შენობა ენერგოეფექტური იქნება. შესაბამისად, კომპლექსის მობინადრეები 23%-ით ნაკლებ გაზსა და ელექტროენერგიას მოიხმარენ. 

როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე, ასევე ყაზბეგის გამზირზე, ბინები დასრულებული რემონტით ბარდება. მობინადრეებს ბინაში დახვდებათ სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. სარემონტო მასალების არჩევა, წარმოდგენილი კატალოგებიდან, თავად მობინადრეებს შეეძლებათ. 

 

პროექტის "m² იპოდრომთან" მსგავსად, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია, ახალ პროექტებზეც საკრედიტო რესურსი კანადის მთავრობამ და საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ გამოყვეს, 14 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 

ირაკლი ბურდილაძე, "m² უძრავი ქონების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: 

"სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის იანვრიდან იწყება და 24 თვის განმავლობაში ყველა მფლობელი შეძლებს თავის ბინაში შესვლას. ჩვენ არ ვღალატობთ ჩვენს ტრადიციას და ბინებს სრული რემონტით ვაბარებთ. მშენებლობის ევროსტანდარტებით განხორციელება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი კომპლექსი სტრუქტურულად და სეისმურად უფრო გამძლე იყოს. გარდა ამისა, "m² იპოდრომთან", რომელიც დასრულების სტადიაშია, მომხმარებელს საშობაოდ სპეციალურ აქციებს სთავაზობს. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე, დღესასწაულის დღეებში კი მათ დიდი სიურპრიზები და ფასდაკლებები ელით".

შორენა დარჩიაშვილი, კომპანია "m² უძრავი ქონების" გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით:

"თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორი ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების პროექტი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის. კომპანია ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე და ამით დღითიდღე მკვიდრდება ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელზეც უდავოდ შეიძლება არჩევანის გაკეთება. კომპანიის ხელმძღვანელობა აქცენტს აკეთებს ასევე უსაფრთხოებაზეც. კომპლექსის მომსახურება 24 საათიან დაცვას მოიცავს, სადარბაზოების დასუფთავებითა და ეზოს მოვლით. კომპლექსი აღჭურვილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით". 

კომპანია  "m² უძრავი ქონების"  პროექტებში ბინის შესაძენად, მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც იპოთეკური სესხით, ისე შიდა განვადებით. შიდა განვადების შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 20%-ს. 

აღსანიშნავია, რომ განვადების ვადა მშენებლობის ბოლომდე გრძელდება, ანუ კომპლექსში  "m² ნუცუბიძეზე" 2015 წლის ნოემბრამდე, ხოლო კომპლექსში  "m² ყაზბეგზე" - 2016 წლის თებერვლამდე. ბინის მფლობელი სრულ თანხას კომპლექსის დასრულებისას იხდის, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს. 

 


მსგავსი სიახლეები