მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციებში შეძლებს

აპრილი 23, 2014

დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს - თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება ნებისმიერ მსურველს დეველოპერული კომპანიის „m²“ობლიგაციებში შეუძლია. ხსენებული ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვთ. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1,000 აშშ დოლარს შეადგენს და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს სთავაზობს. ობლიგაციის დამატებით უპირატესობას შეადგენს მისი გასხვისების შესაძლებლობა. „m²“–ის ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი აშშ დოლარია. ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალია“.

.

ხსენებული ობლიგაციის გამოშვებით, დეველოპერული კომპანია „m²“ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. ამასთან, „m²“გეგმავს განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების სპექტრის გაფართოებას და, სამომავლოდ, სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებას.

 

„m²“–ის ობლიგაციის მისაღებად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალს“ ან მის ფინანსურ შუამავალს – საქართვლოს ბანკს.

 

ობლიგაციების მფლობელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლონ ფასდაკლებით სს „m² უძრავი ქონების“ მიერ მართულ პროექტებში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ: www.bonds.ge

ტეგები: ,

მსგავსი სიახლეები