ირაკლი ბურდილაძე

ირაკლი ბურდილაძე

გენერალური დირექტორი  
ირაკლი ბურდილაძე „ უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორია. m² -ში მოსვლამდე ირაკლი იყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით. 2006-2007 წლებში იგი ბანკის ფინანსური დირექტორი გახლდათ. „საქართველოს ბანკში“ გადასვლამდე, ირაკლი ბურდილაძე საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერი და მმართველი წამყვანი კომპანიის – „GMT Group”-ის ფინანსური დირექტორი იყო. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ირაკლიმ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, მიიღო. ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გიორგი ნატროშვილი

გიორგი ნატროშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსებისა და საოპერაციო საქმიანობის დარგში
გიორგი ნატროშვილი „ უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილეა ფინანსურ და საოპერაციო საკითხებში. -ში მოსვლამდე ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელში“ და საფინანსო მიმართულებით იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „ჯეოსელის“ ფინანსური დაგეგმვის, რეპორტინგისა და ბიზნესის კონტროლის დეპარტამენტს. გიორგის სამუშაო გამოცდილება აქვს ასევე Ernst & Young-სა და Japan Tobacco International-ში. ის ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2016 წელს გიორგი გახდა CFA ჩარტერის მფლობელი.
შორენა დარჩიაშვილი

შორენა დარჩიაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით
შორენა დარჩიაშვილი „ უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილეა გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით 2013 წლის აგვისტოდან. 2010 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა „საქართველოს ბანკის“ ბრენდის შიდა კორპორაციული მართვის სამსახურს (Internal brand management unit). „საქარველოს ბანკის“ ჯგუფში გადმოსვლამდე სხვადასხვა დროს იგი იკავებდა გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელის პოზიციებს საქართველოში არსებულ დეველოპერულ კომპანიებში. მას ასევე წამყვან სარეკლამო კომპანიებში მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს (სარკე, ბეთერფლაი).
მაგისტრის ხარისხი მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით შორენამ "მოსბახის პროფესიულ აკადემიაში" (BA Mosbach), გერმანიაში მიიღო, ხოლო ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი თბილისის „მართვის ევროპულ სკოლაში“- ESM (European School of Management).
ნიკოლოზ ჯალაღანია

ნიკოლოზ ჯალაღანია

გენერალური დირექტორის მოადგილე იურიდიულ, ადმინისტრაციულ და პერსონალის მართვის საკითხებში
ნიკოლოზ ჯალაღანია კომპანიაში 2010 წლის დეკემბრიდან მუშაობს. 2013 წლის მარტიდან 2015 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს. „  უძრავი ქონება“-ში მოსვლამდე ის უძღვებოდა რამდენიმე კერძო კომპანიის იურიდიულ სამსახურს. 2000 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და არის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.
ნატო ბოჭორიშვილი

ნატო ბოჭორიშვილი

უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი

ნატო ბოჭორიშვილი „  უძრავი ქონების“ უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსია. -ში მოსვლამდე ის 11 წლის განმავლობაში მუშაობდა სს „პროკრედიტ ბანკში“  და საკრედიტო, ბიზნეს და მარკეტინგის მიმართულებით და იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. 2016 წლიდან მუშაობდა შვეიცარიულ საკონსულტაციო კომპანიაში Business & Finance Consulting და ხელმძღვანელობდა პროექტს PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurance). ნატო ბოჭორიშვილი ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსები განხრით, ხოლო ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

გენერალური დირექტორის მოადგილე, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით
2000 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკის მიმართულებით. 1999-2001 წლებში მუშაობდა უოლ სტრიტზე, საკონსულტაციო კომპანია “Basic International Development Corporation”-ში პროექტის კოორდინატორად. 2002 წელს დაამთავრა Cass Business School London (City University)-ს მაგისტრატურა, კორპორატიულ ფინანსებსა და რისკის მენეჯმენტში. 2002-2003 წლებში მუშაობდა საკრედიტო კვლევის ჯგუფში “Elgin Capital”-ში. 2003-2008 წლებში მოღვაწეობდა“BM Capital”-ში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2009 წლიდან შოთა ბერეკაშვილი “BK Capital”-ის პრეზიდენია, 2017 წლიდან კი ასევე „ უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით.
რუსუდან სანაძე

რუსო სანაძე

დეველოპმენტისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
რუსო სანაძე “ უძრავი ქონების” დეველოპმენტისა და პროექტების მართვის დეპარტამენტს 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი -ს 2017 წლის თებერვალში შეუერთდა პროექტების მოწვეული კონსულტანტის სახით. 2014-2016 წლებში იყო კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი, ხელმძღვანელობდა SAP და IT დეპარტამენტებს. 2013-2014 წლებში კი კომპანია „ჯორჯიან ქარდის“ რისკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გახლდათ. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში მენეჯერულ პოზიციებზე. სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა გერმანიის უნივერსიტეტში (CAU, UdS, TUM) აქვს PhD აკადემიური ხარისხი. ამჟამად იკავებს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციას.
დავით მძელური

დავით მძელური

უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
დავით მძელური - უძრავი ქონების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსია. -ში მოსვლამდე, 2015-2017 წლებში საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების დეპარტამენტის რეგიონალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 2006-2015 წლებში მუშაობდა საჯარო სექტორში: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და ფინანსთა სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ხოლო 2008-2009 წლებში სწავლობდა ვარშავის პოლიციის აკადემიაში.
ირაკლი გილაური

ირაკლი გილაური

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ირაკლი გილაური „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2006 წლის მაისში იკავებს. მანამდე, 2004 წლის სექტემბრიდან იგი „საქართველოს ბანკის“ ფინანსურ დირექტორად მუშაობდა. 1999-2004 წლებში „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) თბილისისა და ლონდონის ოფისებში მსახურობს ბანკირად. ირაკლი გილაურმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში ეკონომიკისა და ფინანსების განხრით ლიმერიკის უნივერსიტეტში, ირლანდიაში. 2003-2004 წელს დაჯილდოვდა ბრიტანეთის საბჭოს „ჩივენინგის“ სტიპენდიით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი „სითი უნივერსიტეტის“ „კასის ბიზნეს–სკოლაში“ საბანკო საქმესა და საერთაშორისო ფინანსების დარგში.
ირაკლი ბურდილაძე

ირაკლი ბურდილაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ირაკლი ბურდილაძე „ უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორია. -ში მოსვლამდე ირაკლი იყო „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით. 2006-2007 წლებში იგი საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორი გახლდათ.„საქართველოს ბანკში“ გადასვლამდე, ირაკლი ბურდილაძე საქართველოში უძრავი ქონების დეველოპერი და მმართველი წამყვანი კომპანიის – „GMT Group”-ის ფინანსური დირექტორი იყო. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ირაკლიმ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, მიიღო. ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავთო ნამიჩეიშვილი

ავთო ნამიჩეიშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ავთო ნამიჩეიშვილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ის "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო იურიდიული მიმართულებით. 2007 წლამდე ავთო ნამიჩეიშვილი მუშაობდა პარტნიორად წამყვან იურიდიულ კომპანია "ბეგიაშვილი და კომპანია"-ში და იყო "საქართველოს ბანკის" გარე კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში, უნგრეთში.
ეკა შავგულიძე

ეკატერინა (ეკა) შავგულიძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ეკა შავგულიძე BGEO ჯგუფს 2011 წელს შეუერთდა ჯანდაცვის მომსახურების გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ეკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა BGEO ჯგუფის შვილობილი კომპანიის, GHG-ს (საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის) IPO-ს წარმატებით განხორციელებაში ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე. ჯგუფში მოსვლამდე, ეკა იყო AstraZeneca UK-ს ასოცირებული ფინანსური დირექტორი. ეკა ფლობს ვორტონის სკოლის მაგისტრის დიპლომს ბიზნეს ადმინისტრირებაში.