პარტნიორები

Reynaers

ალუმინის ვიტრაჟების, კარებისა და ჟალუზების მწარმოებელი ევროპული კომპანია Reynaers 1965 წელს დაარსდა. სათაო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. 
























www.reynaers.com

KNAUF

კნაუფი არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაფუძნებულია ოჯახური ბიზნესის საუკეთესო პრინციპებზე და რომელმაც მოახერხა შეენარჩუნებინა ეს პრინციპები, თავისი საქმიანობის გლობალური მასშტაბების მიუხედავად. დღეისათვის საერთაშორისო ჯგუფი კნაუფი მსოფლიოში ერთერთ უდიდეს სამშენებლო პროდუქციის მწარმოებელს წარმოადგენს. 1993 წლიდან კნაუფმა გააფართოვა თავის საქმიანობის სფერო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, იყენებენ რა მთელი საერთაშორისო ჯგუფის საერთო წარმოების ტექნოლოგიას, ეს საწარმოები უშვებენ უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ამასთან ხარისხის სტანდარტი ისეთივეა, როგორც კნაუფის გერმანიაში არსებული საწარმოებში.










www.knauf.ge

SALAMANDER

50-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას დღეს მსოფლიოში უამრავი დეველოპერი თუ ოჯახი ენდობა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ევროპის ყველა ხარისხის სერტიფიკატს ფლობს. SALAMANDER-ის სისტემა BRUGMANN AD თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, 73მმ-იანი სამშენებლო სიღრმის მაღალი თბოიზოლაციის 5-კამერიანი სისტემა 21-ე საუკუნის უმთავრეს გამოწვევებს ღირსეულად პასუხობს. თბოიზოლაცია და ხმურის ჩახშობა - ეს ორი უმთავრესი კრიტერიუმია, რის გამოც Salamander-ის ვიტრაჟებს ზამთრის კურორტებსა და ხმაურიან ქუჩებში არსებულ კომპლექსებში აყენებენ. პროფილის ზომებისა და სიმტკიცის გამო ის განსაკუთრებით პოპულარულია მრავალსართულიან მშენებლობებსა და აგარაკებზე. გარდა ამისა, პროფილის დახვეწილობა და ფერთა არჩევანი ნებისმიერი დიზაინის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 





www.sip-windows.com

Rockwool

Rockwool-ის ფასადის დათბუნების სისტემა  23%-მდე ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. იგი უზრუნველყოფს სითბოს შეკავებას სახლში ზამთარში, ხოლო ზაფხულში ირეკლავს მცხუნვარე მზის სხივებს. გარდა ამისა, თანაბრად ანაწილებს სითბოს უშუალოდ ბინის ზედა და ქვედა უბნებზე. შესაბამისად, იზოგება როგორც - კომუნალური ხარჯები, ასევე - ბუნებრივი რესურსები. კომუნალური გადასახადების შემცირება არამხოლოდ მომავალი მობინადრეების ბიუჯეტს დაზოგავს, არამედ - ასეთი მიდგომით ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვა ხდება, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკოლოგიისთვის სიკეთის მომტანია. Rockwool-ის საფასადე სისტემა ხმის იზოლაციასაც უზრუნველყოფს. მისი ფოროვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს ქუჩის ხმაურის შეკავებას და ბინისთვის ნატურალურ და ეფექტურ ხმოვან ბარიერს წარმოქმნის. მასალა ცეცხლგამძლეა. ცეცხლის მოკიდების დროს, მისი კვამლი არ გამოყოფს საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს, არის აბსოლუტურად უსაფრთხო და იცავს შენობის როგორც ძირითად სტრუქტურას, ისე - ბინებს დაზიანებისგან. 

KONE

KONE-ს საუკუნოვანი ისტორია გააჩნია და თამამად შეიძლება, ლიფტებისა და ესკალატორების ნომერ პირველ ბრენდად დავასახელოთ. კომპანია ჰელსინკში 1910 წელს დაარსდა და დღეს ათასობით შენობას სწორედ ამ ბრენდის ლიფტები ემსახურება. მისი მფლობელი ფინეთის უმდიდრესი ჰერლინების ოჯახია. ფინურად კონე „დანადგარს“ ნიშნავს. 



















www.kone.com





Cushman & Wakefield Georgia

Cushman & Wakefield Georgia წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია - Cushman & Wakefield-ის პარტნიორს საქართველოში. Cushman & Wakefield-ის გლობალური ქსელის მეშვეობით Cushman & Wakefield Georgia-ს  აქვს წვდომა მსოფლიოს 60 ქვეყნის 250 ოფისში დასაქმებულ 43 000 პროფესიონალზე. Cushman & Wakefield Georgia უზრუნველყოფს დამკვეთის მრავალფეროვან მოთხოვნებთან მისადაგებულ სრულფასოვან მომსახურებას კომერციული უძრავი ქონების სფეროში: გაყიდვა/გაქირავება, კონსულტაცია, კაპიტალდაბანდებები, შეფასება, კვლევა, უძრავი ქონების მართვა, პროექტების მენეჯმენტი. Cushman & Wakefield Georgia-ას დაფუძნება განაპირობა მზარდმა მოთხოვნამ ექსპეტრებსა და კვალიფიციურ კონსულტაციაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის გაფართოება მთელი ამიერკავკასიის რეგიონის მასშტაბით იგეგმება. 

IFC - საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია

IFC-ი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიან გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2016 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში, თითქმის, 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენი კაპიტალი, ცოდნა და გავლენა მიმართულია კერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. 






www.ifc.org

ინსტა

ინსტა საქართველოში კომპლექსურ ელექტრო საპროექტო/სამონტაჟო სამუშაოებში ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია. როგორც ოფიციალური პარტნიორი, ისეთი გლობალური მოთამაშეებისა, როგორებიცაა Siemens, Eaton, Jung, Lapp-Kabel, Mennekes, Phoenix Contact, Tyco Electronics, Rittal და სხვა. ინსტა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების მიწოდებას დაბალი/საშუალო ძაბვის გამანაწილებელი და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემების, სასტუმრო და კომპიუტერული ქსელების, ასევე საწარმოო და შენობის ავტომატიზაციის კუთხით. 









 






www.insta.ge

Pensarecasa

პენსარეკაზას იტალიაში ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი მაღაზიები მსოფლიოს 14 ქალაქში მდებარეობს. 

ინოვაცია, ელეგანტურობა, თანამედროვე დიზაინი - ესაა პენსარეკაზას მთავარი იდეა. 










სიემსი

კომპანია ,,სიემსი“ 2009 წლიდან სთავაზობს კლიენტებს მშენებლობასთან დaკავშირებულ საკონსულტაციო-საზედამხედველო მომსახურების გაწევას მთელი ქვეყნის მაშტაბით, როგორც სახელმწიფო, ასევე კომერციულ,საცხოვრებელ, სამრეწველო და შერეული ტიპის სექოტრში. პროექტირების ფაზიდან ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში შესვლამდე კომპანია ,,სიემსი“ დამკვეთს სთავაზობს პროექტის მართვის შემდეგ მომსახურებებს:

 - პროექტირების ზედამხედველობა
 - სამშენებლო მენეჯენტი
 - პროექტის მართვა
 - საკონსულტაციო მომსახურება
 - ბიუჯეტის შედგენა
 - რისკების მენეჯმენტი
 - პროექტის ოპტიმიზაცია
 - სამუშაოთა მიმდინარეობის გრაფიკის

შედგენა შპს ,,სიემსი“ დამკვეთს სთავაზობს ადგილობრივი პროექტების საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით დრულად და ხარისხიანად განხორციელებას.

ანაგი

სამშენებლო კომპანია „ანაგი” წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილიან სამშენებლო ორგანიზაციას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს - საპროექტო საქმიანობიდან დაწყებული, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური ინჟინრებით, რომელთა ძირითადი ნაწილის მუშაობის სტაჟი მშენებლობაში აღემატება 10 წელს. მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი. 2011 წლიდან კომპანიაში დაინერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO – 9001.2014 წლის მდგომარეობით „ანაგს“ დასრულებული აქვს 90-ზე მეტი სამშენებლო პროექტი.  მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია  სასტუმრო „Rixos“ის  მშენებლობა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე და სავაჭრო გასართობი კომპლექსი „East Point“-ი თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე.



FMO - ჰოლანდიის განვითარების ბანკი

FMO (ჰოლანდიის განვითარების ბანკი) დახმარებას უწევს მდგრადი კერძო სექტორის ზრდას განვითარებად და ახლად შექმნილ ბაზრებზე დიდი გეგმების მქონე მეწარმეების სასარგებლოდ ინვესტირების გზით FMO კონცენტრირებულია იმ ოთხ სექტორზე, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს განვითარებაზე ესენია: ფინანსური დაწესებულებები, ენერგეტიკა, ბინათმშენებლობა და აგრობიზნესი. 5 მილიარდი ევროს ოდენობის საინვეტიციო პორტფელით FMO წარმოადგენს კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ უდიდეს ბანკს ევროპაში. FMO-მ m² -ის იპოდრომთან მშენებარე კომპლექსისთვის 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოყო.





AECOM - საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია

m2 -ის იპოდრომთან მშენებარე პროექტის ზედამხედველობას FMO-ს (ჰოლანდიური განვითარების ბანკი) მოთხოვნით ახორციელებს საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო  კომპანია AECOM. იგი ახორციელებს დამოუკიდებელ მონტორინგს, აკონტროლებს ხარისხს,  ვადებსა და ბიუჯეტს. AECOM გლობალური კომპანიაა, რომლის წლიური ბრუნვა დაახლოებით, 8 მილიარდი დოლარია. 
AECOM მუშაობს ისეთ მსხვილ პროექტებზე როგორებიცაა ლოს-ანჯელესისა და დელის მეტროების მშენებლობა, ამერიკაში, 11 სექტემბრის შედეგად დანგრეული ბიზნეს ცენტრის რეაბილიტაცია,  პენტაგონის შენობის რეაბილიტაცია და სხვა. 






სამშენებლო კომპანია „ბკ კაპიტალი“

m²-ის იპოდრომთან მდებარე კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს სამშენებლო კომპანია „ბკ კაპიტალი“. კომპანია აქტიურად ჩაერთო მშენებლობასა და უძრავი ქონების დეველოპმენტში 1995 წლიდან, მოსკოვში, სადაც განხორციელებული აქვს ექსკლუზიური საცხოვრებელი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროექტები, ხოლო საქართველოში იგი მოღვაწეობს 2009 წლის აპრილიდან. „ბკ კაპიტალი“-ს მიერ თბილისში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია საქართველოს ბანკის სათავო ოფისის განახლება და მთაწმინდის რესტორანი „ფუნიკულიორი“-ის აღდგენა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას "ბკ კაპიტალი" განახორციელებს.




ჯეოსთილი

შპს "ჯეოსთილი" ერთ-ერთი უდიდესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა საქართველოს ინდუსტრიის სფეროში. იგი 2007 წელს დაარსდა და ცნობილი ინდური კომპანია JSW Steel Netherlands BV-სა და Georgian Steel Group Holding-ის ერთობლივი საწარმოა. ISO 9001:2008 სერტიფიცირებული კომპანიაა. იგი იყენებს საუკეთესო საერთაშორისო პროცესებს და იცავს ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. მისი პროდუქცია აკრედიტირებულია “TS708:2010” სტანდარტით თურქული სტანდარტების ინსტიტუტის მიერ. მას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი UK CARES , რაც კომპანიას უფლებას აძლევს აწარმოოს და მოამარაგოს კლიენტები მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის არმატურით. "ჯეოსთილი" აღჭურვილია საკუთარი ქიმიური და მექანიკური სატესტო მოწყობილობებით და რადიაციის გამოვლენის სისტემით.


ჰაიდელბერგცემენტი

„ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველო - ცემენტის უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. იგი ჯგუფის „ჰაიდელბერგცემენტი“ წევრია, რომელიც ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ცემენტის, ბეტონისა და აგრეგატების წარმოებაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 52,500 ადამიანი, მის კუთვნილ 2,500 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. “ჰაიდელბერგცემენტმა” 2006 წლის ბოლოს განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). როგორც "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" წევრი, კომპანია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების საკითხებში.