FMO - ჰოლანდიის განვითარების ბანკიAECOM - საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასამშენებლო კომპანია „ბკ კაპიტალი“ჯეოსთილიჰაიდელბერგცემენტი

m2 იპოდრომთან

ზოგი სახლი ხასიათდება კარგი მდებარეობით, ზოგი – განსაკუთრებული არქიტექტურით, ხელსაყრელი გადახდის პირობით ან დამატებითი სერვისით, თუმცა, როცა საქმე შენს სახლს ეხება, რთულია გააკეთო არჩევანი რომელიმეს სასარგებლოდ, რადგან ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია.

ამიტომაც შეიქმნა ეს პროექტი, სადაც ყველაფერი აუცილებელი ერთ საცხოვრებელ სახლში გაერთიანდა.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა თამარაშვილის ქ. №13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. სახლი ითვალისწინებს კომფორტის ყველა აუცილებელ პარამეტრს.

კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან. დაგეგმარების კონცეფცია ეფუძნება ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურ გამოყენებას. სტანდარტული ბინების ფართი მერყეობს 47კვ.მ.-სა და 172 კვ.მ.-ს შორის. თითოეული შენობის ბოლო სართულზე განლაგებულია დუპლექსის ტიპის ბინები დიდი ტერასებითა და შესანიშნავი ხედებით.

 

კომპლექსი ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წლის ივლისში დასრულებული რემონტით, დაგეგმილ ვადაზე 4 თვით ადრე.