m2 Certificate

m2-ის ობლიგაციების განთავსება
წარმატებით დასრულდა

დეველოპერულმა კომპანია „m2“-მა ნებისმიერ მსურველს თავისუფალი ფინანსური სახსრების m²-ის ობლიგაციებში დაბანდება და შედეგად, საკუთარი ფულის უკეთესად დასაქმება შესთავაზა.

 

შეთავაზებამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია და მოკლე დროის განმავლობაში 2 ემისიის შედეგად

 

15 000 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციები წარმატებით განთავსდა.

 

 

რა არის m2-ის ობლიგაცია?

m2-ის ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც კონკრეტული ვადით გაიცემა და შესაძლებლობას აძლევს მის მფლობელს ვადის ბოლოს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი მიიღოს.

 

ყველაზე მაღალი სარგებელი რამდენ პროცენტს მოიცავს?

ყველაზე მაღალი სარგებელი გულისხმობს წლიურ 8.42%-ს,* თანაც აშშ დოლარში.

 

საჩუქარი m2-ის ობლიგაციის მფლობელებს!

ობლიგაციის მფლობელებს საჩუქრად გადაეცათ სს „m2 უძრავი ქონების“ 1 000 აშშ დოლარის ნომინალის საავანსო სერტიფიკატი (ერთი ცალი ყოველ 10 000 აშშ დოლარის ნომინალის ობლიგაციაზე), რომლის საშუალებითაც სს „m2 უძრავი ქონების“ ნებისმიერ კომპლექსში ბინას 1 000 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად შეიძენენ!**

 

* საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრამდე. პირველი ემისიის დროს საპროცენტო სარგებელი გულისხმობდა 9.5%-ს (ასევე გადასახადებით დაბეგვრამდე).
** საავანსო სერტიფიკატის გამოყენების პირობები მოცემულია სერტიფიკატზე. სერტიფიკატი გადაეცათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

  • ობლიგაციის ვალუტა – აშშ დოლარი
  • ობლიგაციის ნომინალური ღირებულება – 1 000 აშშ დოლარი
  • ობლიგაციის ვადა – 1 წელი
  • წლიური საპროცენტო სარგებელი8.42%*
  • თანხის გატანის საკომისიო – 0%
  • ობლიგაციის გასხვისება – შესაძლებელია ობლიგაციის გასხვისება საბროკერო კომპანიის დახმარებით

* საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგვრამდე. პირველი ემისიის დროს საპროცენტო სარგებელი იყო 9.5% (ასევე გადასახადებით დაბეგვრამდე).