კომპანიის შესახებ

სს "  უძრავი ქონება" 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსდა. ამჟამად  უძრავი ქონების აქციების 100%-იანი წილის მფლობელი არის საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი". კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა. 
• სასტუმროების ქსელის განვითარება და მართვა;
• მშენებლობის მენეჯმენტი.

2017 წლიდან კომპანია m² უძრავი ქონების საქმიანობას სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულება დაემატა.

სამშენებლო კომპანია ბიქეი კონსთრაქშენი (რებრენდინგამდე ბკ კაპიტალი) სამშენებლო ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს. მას მშენებლობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროების მშბლობის მიმართულებით.

დღეისათვის კომპანია უძრავი ქონების ანგარიშზე 10 დასრულებული და შესახლებული კომპლექსია. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ავითარებს სასტუმროების მიმართულებას. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო რამადა ენკორ თბილისი 2018 წლის მარტიდან მასპინძლობს სტუმრებს.

 

ჩვენი მისია

 გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. 

ჩვენი ხედვა

 დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც  საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.

 საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. 

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების, აქციონერებისა და ზოგადად, გარემოს მიმართ. გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ჩვენი წარმატების საწინდარი ჩვენი მომხმარებლები არიან. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სამართლიანობა და პატიოსნება.

გვწამს რა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პასუხისგმებლობაა, ჩვენ ყოველთვის დათქმულ ვადებში ვაბარებთ მომხმარებელს საკუთარ ქონებას და ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს.  სოციალურად პასუხისმგებელი ბრენდია და თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის მშენებლობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

ჩვენ, როგორც შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ვირჩევთ შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ყველა ჩვენი მომწოდებელი, ექსპერტი თუ კონსულტანტი ლიდერია თავისი მიმართულებით. მათი შერჩევა გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების კომპეტენცია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებასა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაზე.