სხვა პროექტები

2006 წლიდან 2012 წლამდე -ის მიერ პროექტების მართვის მომსახურება გაწეულ იქნა უძრავი ქონების რამდენიმე სერიოზულ პროექტზე, რაც დასტურია -ის გუნდის დიდი გამოცდილებისა და წარმატების:

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის განახლების პროექტი

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის განახლების პროექტი კომპანია -ის მენჯმენტის მიერ წარმატებით განხორციელდა განსაზღვრულ ვადაში, 14 თვეში. პროექტის ბიუჯეტი 13 მილიონ ევროს შეადგენდა, რაც მოიცავდა არსებული კარკასის აღდგენას(დაახლოებით 12,000კვ.მ.), მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენებას 3,000 კვ.მ. ფართობზე, მინის კუბის, კაფეტერიისა და ფიტნეს დარბაზის მშენებლობას.

7 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი:

-ის მიერ განხორციელდა სადაზღვევო კომპანია ალდაგის ხუთი ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი დასავლეთ საქართველოს ქალაქებში: ქუთაისში (7,700 კვ.მ.), ფოთში(6,300 კვ.მ.), თერჯოლაში (1,300 კვ.მ.), ხონსა (1,200 კვ.მ.) და ტყიბულში(1,300 კვ.მ.). ოთხი საავადმყოფო დასრულდა 2011 წელს, ხოლო ქუთაისის საავადმყოფო დასრულდა 2012 წლის მაისში.

საერთო სამშენებლო ფართი - 17,800 კვ.მ.

პროექტების საერთო მოცულობა - 7,665,000 აშშ დოლარი.


-ის მიერ, აგრეთვე წარმატებით განხორციელდა სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ორი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში: ლაგოდეხსა (1,300 კვ.მ.) და წნორში (1,800 კვ.მ.).

საერთო სამშენებლო ფართი 3,100 კვ.მ.

პროექტების საერთო მოცულობა - 3,212 000 აშშ დოლარი

რუსთავში ავტობაზრობის მშენებლობის პროექტი:

კომპანია -ის მიერ განხორციელდა რუსთავში, 23 ჰექტარის ფართობზე ავტობაზრობის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა 3,000 ავტომობილზე გათვლილი 11 ჰექტარის ფართობის ავტოსადგომის ტერიტორიასა და 1,500 კვ.მ. შენობა-ნაგებობებს. პროექტი დააფინანსა კომპანია "კავკასუს ავტოჰაუსმა".

საერთო სამშენებლო ფართი 11 ჰექტარი (ავტოსადგომი)

პროექტის საერთო მოცულობა - 8,000.000 აშშ დოლარი