თითოეული ბინა ბარდება დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოთი გაზქურითა და გამწოვით, სრულად მოწყობილი სველი წერტილებით.

თქვენი კომფორტისათვის ბინაში ასევე დაგხვდებათ:

•  ცენტრალური გათბობის სისტემა;

•  ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის კარ-ფანჯრები დაბალემისიური მინით;

•  ლამინატის იატაკი;
•  თაბაშირმუყაოს ჭერი;
•  ელექტროგაყვანილობა;
•  ტელეფონის, ინტერნეტისა და ტელევიზიის ხაზები;
•  რკინის შესასვლელი კარი;
•  დომოფონი.



იმისათვის, რომ ბინას თქვენთვის სასურველი დიზაინი ჰქონდეს, დამატებით სერვისებს გთავაზობთ:

მომსახურება ტრენდი -
 თქვენ ირჩევთ ჩვენი დიზაინერების მიერ შემუშავებულ 5 ყველაზე ტრენდული დიზაინის ვერსიიდან ერთ-ერთს მარტივად და სრულად გარემონტებულ ბინას იბარებთ დათქმულ დროს, მშენებლობის დასრულებისას.

მომსახურება კომფორტი - თუ გსურთ, რომ ბინის ინტერიერი თქვენი სურვილების გათვალისწინებით შეიქმნას და ჩვენ მიერ შემოთავაზებული გეგმარების ან ფერების ცვლილებას განიხილავთ, ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას „კომფორტი“.