m² მირცხულავაზე

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი " მირცხულავაზე" თბილისში, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე შენდება.


კომპლექსი განთავსებულია 25 365 კვ.მ-ზე, მოიცავს 10 კორპუსს, გამწვანებულ შიდა ეზოს, სპორტულ მოედანსა და ავტოსადგომებს. პროექტი მდებარეობს 10 წუთის სავალზე მეტრო „დიდუბიდან“.


ბინების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი გვაქვს და მოიცავს როგორც ახალგაზრდების, სტუდენტებისა თუ ახლად შექმნილი ოჯახების საჭიროებებზე მორგებულ კომპაქტურად დაპროექტებულ ბინებს, ასევე, დიდ ოჯახებზე გათვლილ კომფორტულ და ფართო აპარტამენტებს.

პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა: 

 4500 კვ.მ. გამწვანებული ეზო;

 საბავშვო სივრცე და სპორტული მოედანი;

 დახურული ავტოსადგომი გათვლილი 337 მანქანაზე და მიწისზედა ავტოსადგომი, გათვლილი 183 მანქანაზე;

 გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.

მშენებლობის დასრულების ვადა:

I-VIII კორპუსები − 2023 წელი

IX, X კორპუსები − 2025 წელი