მიმდინარე პროექტები
იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით
აღმოაჩინე m²
m² 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს
- ინოვაცია
- თავისუფლება
- ზრუნვაზე ფოკუსი
- განვითარებაზე ორიენტაცია
m² 19 წელია ლიდერია ბაზარზე, ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას. m²-მა პირველმა შესთავაზა ბაზარს გარემონტებული სახლები, ასევე, მშენებლობის დარგში კომპანიამ დანერგა მაღალი სტანდარტი და ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.
m² ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ბაზარს. ამის დასტურია m³ საბურთალოს ინოვაციური უბანი, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფტუალური ადგილია. m³-ში სახლს მთელი უბანი მოჰყვება და ადამიანს ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს
5 დეკემბერს m² ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს წარადგენს.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში გაეცნონ m²-ის ახალ პროექტებს, მათ კონცეფციას, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
თითოეულ პროექტს ინდივიდუალური სივრცე დაეთმობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
მომხმარებლებს მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარი ჯავშნის შემდეგ 19 და 20 დეკემბერს შეარჩიონ სასურველი სახლი და შეიძინონ საუკეთესო ფასად.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს გათამაშება, მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი ელოდებათ.
ღონისძიების დეტალები:
● თარიღი: 5 დეკემბერი
● მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118
● 17:00 - სტუმრების მიღება
● 17:30 - პროექტების პრეზენტაცია
● 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია
● 19:00 - გათამაშება
● 20:00 - მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში სთავაზობს არჩევანს: საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას -„იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, შესაბამისად, საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის სხვადასხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი: ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები.
სწორედ ამ განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით, m²-ის მიზანია, მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვანი საცხოვრებელი არჩევანი შესთავაზოს და დაეხმაროს ისეთი გარემოს შერჩევაში, რომელიც მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
m² X LIB.GE - დავით კანდელაკი - გაბედე აწმყოში ყოფნა
m² უძრავი ქონების გამოფენა Estate Expo 2026 - ზე
m² X LIB.GE - დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
m² X LIB.GE - ანდრო დგებუაძე - გაბედე შემეცნება






