18 თებ, 2026
როგორ ცვლის საცხოვრებელი გარემო ადამიანის ყოველდღიურობას?
სახლი არ არის მხოლოდ კედლებს შიგნით სივრცე, ის არ იწყება და არ მთავრდება რკინის კარს მიღმა. მნიშვნელოვანია, სად მდებარეობს შენი სახლი და როგორია გარემო შენს კედლებს იქით? რას ხედავ ფანჯრიდან ყოველ დილით? რა ხდება შენი აივნის ქვეშ?... მნიშვნელოვანია გზა, კიბე, სივრცე - რომელსაც სახლამდე მიჰყავხარ და რომელიც პირველი გხვდება სახლიდან გამოსულს.
საცხოვრებელი გარემო სრულად უნდა ერგებოდეს შენი ცხოვრების რიტმს, შენს სურვილებს და საჭიროებებს: დინამიური გარემო გიზიდავს ქალაქის ცენტში, თუ ხმაურისგან შორს გირჩევნია ყოფნა? მიჩვეული ხარ შორ მანძილებს, თუ გირჩევნია ყველაფერი ხელის გაწვდენაზე - შენივე უბანში.
გავლენა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზ
კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც სახლთან ახლოსაა პარკი, სპორტული სივრცე, საფეხმავლო, თუ ველობილიკები- ადამინები უფრო აქტიურები ხდებიან. უჩნდებათ მოთხოვნილება და სურვილი იმოძრაონ მეტი, იარონ ფეხით და მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეგულარული მოძრაობა ამცირებს ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის რისკებს.
მწვანე სივრცეებთან სიახლოვე ამცირებს სტრესს და დეპრესიის სიმპტომებსაც, რაც დღევანდელი ქაოტური ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ბუნებასთან ხშირი კონტაქტი პირდაპირ კავშირშია უკეთეს განწყობასთან და კონცენტრაციის უნარის გაძლიერებასთან.
სწორედ, ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა ჩვენი პროექტი, m³ საბურთალო - რომელიც ინოვაციურ საცხოვრებელ უბანს წარმოადგენს და საცხოვრებელ სახლებთან ერთად აერთიანებს 14,000 კვ.მ. პარკს - სასეირნო ბულვარით და ველო ბილიკებით, სპორტულ მოედანს, სარეკრეაციო სივრცეებს და სხვა მრავალ ზონას.

სამეზობლო
კარგი სამეზობლო და მათთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საცხოვრებელი გარემო იყოს მოწესრიგებული და ჯანსაღი.
ისეთი საჯარო ლოკაციები როგორიცაა სკვერები, სპორტული და საბავშვო მოედნები, საპიკნიკე სივრცეები - ხელს უწყობს მეზობლებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნების ამაღლებას და ცხოვრების კმაყოფილების ზრდას.
იზრდება ჩართულობა საერთო საცხოვრებელი გარემოს მოვლის და გაფრთხილების კუთხით, რაც დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებლის ცხოვრების ხარისხზე.
დროის მენეჯმენტი
როცა მაღაზიები, სკოლა, აფთიაქი და ტრანსპორტი ახლოსაა სახლთან, მცირდება გადაადგილებისთვის დახარჯული დრო. შესაბამისად, ადამიანს აქვს ნაკლები ყოველდღიური სტრესი და მეტი დრო ოჯახისთვის, შინაური ცხოველებისთვის, მეგობრებისთვის და რაც მთავარია - საკუთარი თავისთვის.
როდესაც ირჩევ საცხოვრებელ კომპლექსს, სადაც ყველა საჭირო დაწესებულება ახლოსაა, გრჩება მეტი დრო და ენერგია დაკავდე საქმით, რომელიც მოგცემს განტვირთვის საშუალებას: იარო ცურვაზე, დახატო, დაკავდე ყვავილების მოვლით, შექმნა კულიანარიული შედევრები, წერო ან აკეთო ის, რისი კეთების დროც აქამდე არ გქონდა და ყოველთვის გინდოდა.
m²-ისკომპლექსები გამოირჩევა მოსახერხებელიმდებარეობით და მაცხოვრებლებს სთავაზობს ყველანაირ პირობას, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებისთვის.
ბავშვებზე მორგებული სივრცეები
უსაფრთხო ეზოები და სათამაშო სივრცეები დადებითად მოქმედებს ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებაზე.ისინი ეჩვევიან ურთიერთობებს თანატოლებთან, ნაკლებ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ჯანსაღი ემოციები და ურთიერთობები მათი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი ხდება.
m²-ისსაცხოვრებელი კომპლექსების გარემო სრულად ადაპტირებულია მცირეწლოვანთათვის - მოიცავს საბავშვო ზონებს, ფეხბურთის მოედნებს და სხვა აქტივობებს, მშობელს აღარ უწევს შვილის შორ მანძილებზე წაყვანა სუფთა ჰაერისთვისდა თანატოლებთან დროის გასატარებლად.
შენი დღე იწყება და მთავრდება გარემოში, რომელსაც შენი სახლი ჰქვია და რომელიც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარემო, რომელიც გიქმნის კომფორტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების შეგრძნებას, სადაც ყველა დეტალი მნიშვნელობას ატარებს და ყოველი კვადრატული მეტრი შენთვის ნაცნობი და საყვარელია.
m²-ში ვცდილობთ შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე, ინოვაციური და უსაფრთხო სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან და მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.