ვებ-გვერდი ამჟამად ტესტირების რეჟიმშია, რის გამოც შესაძლოა ყველა ფუნქცია სრულყოფილად არ მუშაობდეს. ძველ ვებ-გვერდზე დასაბრუნებლად დააჭირეთ აქ.

16 მარ, 2026

m² მთაწმინდის პარკთან - ადგილი სიმშვიდისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის და საკუთარი თავისთვის.

წარმოიდგინე სახლი, სადაც ავტომობილების ხმაურის ნაცვლად, ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს, შენი ფანჯრიდან მწვანე პანორამული ხედები იშლება. სადაც დილით, ჭიქა ყავას საკუთარ ეზოში, ან ტერასაზე მიირთმევ და უფრო მეტად გინდება ღრმად ჩაისუნთქო ჰაერი, რომელსაც ფიჭვის და ბალახის სურნელი აქვს.

მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მისი და ოჯახის წევრების სიჯანსაღე, ყოველდღიური სიმშვიდე და ხარისხი, გთავაზობთ საცხოვრებელ კომპლექსს - m² მთაწმინდის პარკთან.

პრემიუმ კლასის კომპლექსი ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარედაა და მოიცავს ექვს ხუთსართულიან შენობას. პროექტში 1, 2 და 3 საძინებლიანი სახლებია, სხვადასხვა გეგმარებითდუპლექსებით, კერძო ეზოებითა და დიდი ტერასებით.

ეს არის ადგილი საოჯახო და სამეგობროს შეკრებებისთვის, მეტი შთაგონებისთვის და შემოქმედებითობისთვის. ადგილი ფიქრისთვის, ზრუნვისთვის და საკუთარ თავთან ახლოს ყოფნისთვის.

კომპლექსის საერთო ტერიტორია მოპირკეთდება თანამედროვე მასალებით და გამწვანებით. მოეწყობა მრავალფეროვანი სარეკრეაციო და საბავშვო ზონები.
ტერიტორია დაცულია - უსაფრთხოების განცდა და ფუფუნება იმის, რომ არ გიწევს შვილის სასეირნოდ, სუფთა ჰაერზე წასაყვანად კილომეტრების გავლა. ის, რაც შენ და შენს შვილს

ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის სჭირდება იქვე, შენი სახლის ირგვლივაა. მთაწმინდის პარკთან სიახლოვე, კი დამატებით უპირატესობას მატებს პროექტს.

იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ბოლომდე მისდიო, მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სრულად აღჭურვილი სპორტული დარბაზი, ხოლო გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდება ელექტრომობილის სერვისით, რომელიც ეკოლოგიურობის და 0 გამონაბოლქვის კონცეფციის ფარგლებში, ფუნიკულიორის საბაგიროდან მოემსახურება კომპლექსის მაცხოვრებლებს.

20,000 კვ.-ზე განთავსებული კომპლექსი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას, რაც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

m² მთაწმინდის პარკთან ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, სადაც ზრუნვა და სწრაფვა ხარისხიანი ცხოვრებისკენ, იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. სადაც დილა ახალი ენერგიით სავსეა, ხოლო საღამო - მშვიდი და მყუდრო.

მაცხოვრებლების დამატებითი კომფორტისთვის, მათ მოემსახურებათ მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს რომ კომპლექსში ცხოვრებასთან დაკავშირებული, ნებისმიერი პრობლემა, მოთხოვნა, თუ სურვილი დროულად იქნას აღმოფხვრილი და მოგვარებული.

დეველოპერული კომპანია m² უკვე 18 წელია, რაც სამშენებლო ბაზრის მოწინავე პოზიციას იკავებს. კომპანია არასდროს უშინდება ახალ გამოწვევებს - ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას.

m²-ის მიმდინარე პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე: www.m2.ge

სახლის შესაძენად, კი ეწვიეთ გაყიდვების ოფისს:

m² გალერეა - ა. წერეთლის გამზ. 118
2 444 111