12 თებ, 2026
m² X LIB.GE - ნათია ფანჯიკიძე - "გაბედე, იარო შენი გზით"





7 თებერვალს, m²-ისა და LIB.GE -ს პარტნიორობით, m² გალერეაში ღონისძიებების სერიის, “გაბედეს” პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც აუდიტორიასთან ისაუბრა თემაზე – „გაბედე, იარო შენი გზით“.
„გაბედე“ ყოველთვიურ ხასიათს მიიღებს და 2026 წელს m²-ის მაცხოვრებლებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს წარუდგენს – ადამიანებს, რომლებიც საკუთარი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებით შექმნიან ინსპირაციისა და აზრების გაცვლის სივრცეს.