1 ივნ, 2026
m² X LIB.GE - გორგი კეკელიძესთან და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად





30 მაისს, m²-ისა და LIB.GE-ს ღონისძიება - "გაბედე", m³ საბურთალოს პარკში, გორგი კეკელიძესთან და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად გაიმართა.
ბოლო თვეების მთავარი ქართული ბესტსელერის, "კუპატას თავგადასავალის" ავტორი, გიორგი კეკელიძე, ბავშვებს ესაუბრა მიზეზზე, თუ რატომ შეიქმნა ეს ზღაპარი, რა ძალა აქვს კეთილ სიტყვას და როგორი ჯადოსნობები შეუძლიათ ცუგებს და პატარებს.
ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, "წიგნების თაროს" წამყვანმა და საბავშვო წიგნის, "იავნანა ლილისთვის" ავტორმა, ისაუბრა შემეცნებაში თამაშის, ხოლო თამაშებში - შემეცნებითი ელემენტების მნიშვნელობაზე. ალექსანდრემ მიმოიხილა, როგორ შეიძლება გავხადოთ კითხვა და სწავლა - სასიამოვნო და თავშესაქცევი.
ღონისძიება ყოველთვიურად, მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისათვის იმართება.
m² - გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით