IFC - საერთაშორისო ფინანსური კორპორაციაCushman & Wakefield Georgiaჯეოსთილი

m2 ყაზბეგზე

m2-ის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. #25-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში, 6,201 კვ.მ. ტერიტორიაზე შენდება და 295 ბინას მოიცავს.

პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ, 

14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხით, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნობრიობით.

პროექტის m2 ყაზბეგზე ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპონენტების გამოყენებაა, რითაც 23%-მდე ენერგოეფექტურობა მიიღწევა და, შესაბამისად, კომუნალური ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.

პროექტის უპირატესობები:

მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ გამზირს შორის, ორი მხრიდან საავტომობილო მისასვლელით.
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- მიწისქვეშა ავტოსადგომი;   
- 3,500 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, ეზოში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით.
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.
კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
ბინის გეგმარება და ინტერიერის დიზაინი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ. ცნობილი ევროპული ბრენდების სარემონტო მასალები და გათბობის სისტემა ბინის სიმყუდროვესა და სილამაზეს დიდი ხნით უზრუნველყოფს.
ბინაში აგრეთვე დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

კომპლექსი დასრულებულია.
.