m2 იპოდრომთან 2

m2-ის ახალი  საცხოვრებელი კომპლექსი არსებული კომპლექსის, m² იპოდრომთან გვერდით, გ. კარტოზიას 10 ნომერში შენდება.


კომპლექსი 3 კორპუსისაგან შედგება და 819 ბინას აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტი იქნება.

.

კომპლექსში განთავსებული იქნება 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღის შენობა. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის, მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები.

.

.

  • პროექტის უპირატესობები:

    უნიკალური მდებარეობა - ქალაქის ცენტრში, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა.

    კომფორტი და უსაფრთხოება - 24-საათიანი დაცვის სამსახური, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოების დასუფთავება, გამწვანების მოვლა.

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.

    23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური განათება.

.

ბინები დასრულებული რემონტით 36 კვ.მ.-დან.

ბინის გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები თქვენი მოთხოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ ახალი კონცეფციის შოურუმში - m² გალერეაში, ქავთარაძის #1. 


გარემონტებულ ბინაში თქვენ დაგხვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

 

კომპლექსი ბარდება 2018 წლის ოქტომბერში დასრულებული რემონტით. 

.