სქაილაინ რეზიდენსი

კომპლექსი სქაილაინ რეზიდენსი -ის პრემიუმ ხაზის პირველი პროექტია.

შენობა 3 სადარბაზოსაგან და 19 ბინისგან შედგება. ფასადი შესრულებულია საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი მასალებით.

მდებარეობა - კომპლექსი სოლოლაკში, მთაწმინდის პარკის გზის მიმდებარედ, მ. მაყაშვილის ქუჩის ჩიხი #3-ში მდებარეობში. ყველა ბინიდან იშლება თავბრუდამხვევი ხედი 1500-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქზე. სიახლოვეს განთავსებულია სასეირნო ბილიკები, მთაწმინდის პარკი და ბოტანიკური ბაღი.

გარემო - პროექტი ორგანულად ერწყმის რელიეფს და არსებულ განაშენიანებას. თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული პლატო თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად არის შექმნილი.

კონსიერჟი - კომპლექსს ემსახურება კონსიერჟი, რომელიც მაქსიმალურ კომფორტსა და ჰარმონიულ ცხოვრებას უზრუნველყოფს - ტაქსის გამოძახება, ავტომობილის დაქირავება, რესტორნებისა და ბილეთების დაჯავშნა, დალაგება, ტექნიკური დახმარება.

დამატებითი სერვისები - გარდა კონსიერჟის მომსახურებისა, აქ ყველაფერია სახლის გამართული ფუნქციონირებისთვის: 24-საათიანი დაცვა, დასუფთავება, გამწვანების მოვლა, სქაილაინ რეზიდენსის მესამე სართულზე განთავსდა სპორტული დარბაზი, რომელსაც ქვედა სართულზე არის 150 კვ.მ-მდე ტერასა ღია აუზით.

ინოვაცია - სქაილაინ რეზიდენსამდე მისასვლელი გზა ინოვაციური ტექნოლოგიით დაიგო, რაც წლის ცივ პერიოდში გზის გათბობას უზრუნველყოფს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, სქაილაინ რეზიდენსის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხო და კომფორტულია.