როგორ დავაგეგმაროთ ბინის შიდა სივრცე? - 5 რჩევა ანანო მეგრელიშვილისგან

აპრილი 16, 2021

ბინის დაგეგმარება დიდი გამოწვევაა - თითოეული ბინა ჩვენი სურვილებივით ინდივიდუალურია, კარგად შეაფასეთ თქვენი ბინის შესაძლებლობები და შეეცადეთ, სწორად აღიქვათ სივრცე.

-ს უკვე 3,000-მდე ბინა აქვს ჩაბარებული. გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ - გთავაზობთ 5 რჩევას, რაც ბინის დაგეგმარებისა და მოწყობის პროცესს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის:


1. სწორად აღიქვით სივრცე

პირველ რიგში, შეაფასეთ ფართი რამდენიმე კრიტერიუმით: ფანჯრების რაოდენობა, ბუნებრივი განათება, ჭერის სიმაღლე და კონსტრუქციული ნაწილი - კოლონა და საკომუნიკაციო შახტები, რადგან კონსტრუქციული ნაწილის შეცვლა და კორექტირება შეუძლებელია.


-ის ბინების დაგეგმარებისას სწორედ ამ კრიტერიუმებს ვითვალისწინებთ, რათა ჩვენს მობინადრეებს შევუქმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო საკუთარი ბინის მოსაწყობად.



2. განსაზღვრეთ პრიორიტეტები


წარმოიდგინეთ როგორი ბინა გსურთ - რა მოგწონთ ყველაზე მეტად? 

რა თქმა უნდა, ფიქრს ოთახების რაოდენობით ვიწყებთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ რამდენი საძინებელი გჭირდებათ. იზოლირებული სამზარეულო გსურთ? ან იქნებ ღია, სტუდიოს ტიპის სივრცე უფრო მოუხდება თქვენი  ცხოვრების სტილს? თუ სივრცე გაქვთ, მაგრამ მეორე საძინებლის აუცილებლობას ვერ ხედავთ, შეგიძლიათ კაბინეტი ან ბავშვების ოთახი მოაწყოთ.




როდესაც ყველა ამ კითხვას გასცემთ პასუხს, უკვე შეგიძლიათ ავეჯსა და დამატებით მოწყობილობებზე იფიქროთ. მაგალითად, King Size ლოგინი გსურთ თუ შედარებით მცირე ზომის? ან საშხაპე გირჩევნიათ თუ აბაზანა? თუ ამ დეტალებზე თავიდანვე ჩამოყალიბდებით, ბინის სივრცის განსაზღვრაც რთული აღარ მოგეჩვენებათ, ვინაიდან ყველა ავეჯსა თუ მოწყობილობას გააჩნია სტანდარტული ზომები, რომელიც შემდგომში უნდა დაიცვათ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.


3. გაითვალისწინეთ სტანდარტები და ზომები

არსებობს საერთაშორისოდ მიღებული ზომები და სტანდარტები, რომლებიც სივრცის გადანაწილებას გაგიმარტივებთ. 
-ის ბინებში ამ დეტალებს ზედმიწევნით ვითვალისწინებთ, ახლა კი თქვენც გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას:




მაგალითად, ჰოლის/დერეფნის სიგანე არ უნდა იყოს 1.10 მეტრზე ნაკლები, რომ შემდეგ შეძლოთ ავეჯისა და ტექნიკის შეტანა ზედმეტი გართულების გარეშე. თავიდანვე განსაზღვრეთ ტელევიზორისა და დივნის ან სავარძლის დაშორებაც, სწორედ ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ ტელევიზორის ზომები.

აბაზანაში საშხაპისთვის მინიმუმ 90X90- ზე მონაკვეთი დატოვეთ, რათა სრულფასოვნად მოიხმაროთ შხაპი და თავისუფლადაც იმოძრაოთ. სამზარეულოს ზონაში კი შეეცადეთ, მაცივარი და გაზის ზედაპირი ერთმანეთთან ახლოს არ იყოს, ეს ორივე მოწყობილობის გამართულად მუშაობას შეუშლის ხელს. ასევე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა მოათავსეთ ნიჟარის გვერდით - ასე მანქანაში ჭურჭლის შეწყობას მარტივად შეძლებთ. გახსოვდეთ, სამზარეულოს კარადები 90 გრადუსით სრულფასოვნად უნდა იღებოდეს, რათა ყველა სათავსოს გამოყენება შეძლოთ.



4. ოთახების და სივრცეების ზონირება

ბინის გეგმარებისას აუცილებელია სწორი ზონირება, რათა სხვადასხვა დანიშნულების სივრცე გამოყოთ ერთმანეთისგან და შექმნათ მეტი სიმყუდროვე.

მნიშვნელოვანია ყველა ოთახს ინდივიდუალური შესასვლელი ჰქონდეს. მაშინაც კი, თუ არჩევანი სტუდიოს ტიპის წყობაზე შეაჩერეთ, შეგიძლიათ მისაღები და სამზარეულო ზონა ერთმანეთისგან გამოყოთ. თუ კი სამუშაო მაგიდის მოწყობა საძინებელში გადაწყვიტეთ, შეეცადეთ, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყოს. თანამედროვე დიზაინში ზონირების ბევრი სხვადასხვა ხერხი არსებობს, ღია თაროები, ბუნებრივი მცენარეები, განათება, კედლის ფერები, განსხვავებული ჭერი, ვიტრაჟული ტიხარი და ა.შ.



ჩვენს პროექტებში ხშირად ვიყენებთ იატაკის ზონირებას, მაგალითად, სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახში ლამინატია დაგებული, სამზარეულოს ნაწილი კი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული.


5. წარმოიდგინეთ ავეჯის განლაგება წინასწარ

 

ხშირად გეგმარებისას მთავარ აქცენტებს ვაკეთებთ კედლებსა და ჭერზე, თუმცა გვავიწყდება, რომ ავეჯის დადგმის შემდეგ ინტერიერი სრულიად სხვა სახეს მიიღებს. ავეჯის წინასწარი განლაგება გვეხმარება შემდგომში მის შეძენაშიც. აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს როგორ განვალაგებთ სამზარეულოს ავეჯს და ტექნიკას, ასევე მნიშვნელოვანია, თავიდანვე შეარჩიოთ სასადილო მაგიდის ადგილი და გადაწყვიტოთ სკამების რაოდენობა - 4 გინდათ თუ 6? კუთხის დივანი გირჩევნიათ, თუ სამეული? ტელევიზორი უნდა დაიკიდოს თუ დაიდგას? იფიქრეთ ამ დეტალებზე თავიდანვე, რათა მიხვდეთ რისი ადგილი გრჩებათ.

ხშირად ვითვალისწინებთ მხოლოდ ოთახის კვადრატულობას, რაც არასწორი მიდგომაა. უნდა აღვიქვათ ოთახის ფორმა, გაბარიტები და მოვარგოთ ინტერიერი ბუნებრივი განათების წყაროს. თუკი თავიდანვე განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და სწორად აღვიქვამთ სივრცეს, შევძლებთ ჩვენი ბინისგან მივიღოთ სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად გვსურს.


-ის კომპლექსების მშენებლობის ყოველ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტი მობინადრეების კომფორტია, სწორედ ამიტომ, ჩვენს ბინებში გათვალისწინებულია  ყველა ზემოხსენებული დეტალი - სწორადაა განსაზღვრული კონსტრუქციული  ნაწილები და ბუნებრივი განათება, ოთახების ზონირება, ინდივიდუალური გათბობა-გაგრილებისა თუ ელექტრობის სქემები და შექმნილია სივრცე საოცნებო ბინის  მოსაწყობად.

ანანო მეგრელიშვილი - -ის ინტერიერის დიზაინერი