m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".
კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი.
m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:
m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.
დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს შემდეგი მიმდინარე პროექტები:
m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2, m² მთაწმინდის პარკთან.
m² - იცხოვრე შენი ცხოვრებით!
ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.