
კომპანია m2-მა ძველი ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა და საცხოვრებელი კომპლექსის m2იპოდრომთან მაცხოვრებლებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა - ყველა სადარბაზოში ბრენდირებული საფოსტო ყუთები დამონტაჟდა.
ყუთები ყველა ბინისთვის არის გათვლილი, რაც ვფიქრობთ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტია. ახლა მათ საკუთარ, ძალიან ლამაზ საფოსტო ყუთებში შეუძლიათ სხვადასხვა გზავნილებისა თუ ქვითრების მიღება.