m² -ის 4-ვე ენერგოეფექტური მშენებარე კომპლექსი 1 წელზე ნაკლებ ვადაში სრულდება:
❏ სრულად გარემონტებული ბინების ჩაბარება m² ნუცუბიძეზე სულ რაღაც 2 თვეში იწყება. ამჟამად კომპლექსში შიდა სარემონტო სამუშაოები, სამზარეულოებისა და ტექნიკის მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სულ სამუშაოების 88% დასრულებულია.
❏ m² ყაზბეგზე 5 თვეში სრულდება. ამჟამად აქტიურად რემონტდება ბინები, ფასადი კი საბოლოო სახეს იღებს. ბინები დასრულებული რემონტით 2016 წლის თებერვლიდან ბარდება. სულ სამუშაოების 80% დასრულებულია.
❏ m² თამარაშვილზე ბინების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ვიტრაჟებიდან და მინის აივნებიდან გადაშლილი ლამაზი ხედია. ახლა სწორედ აივნების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 11 თვეში სრულდება. სულ სამუშაოების 58% დასრულებულია.
❏ რაც შეეხება ოპტიმა ისანს, კომპლექსი 2016 წლის ივლისში დასრულდება. ორივე კორპუსი უკვე აშენებული და გადახურულია. ბინები აქტიურად რემონტდება და ეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომები. სამუშაოების 69% შესრულებულია.