„თიბისი ბანკსა“ და m² -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მაისი 18, 2016

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო მასურაშვილმა და m²-ის უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ m²-ის დასრულებული და მშენებარე ბინები თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინონ.

დღეისათვის დეველოპერული კომპანია m² მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს დასრულებული რემონტით 2 დასრულებულ ენერგოეფექტურ პროექტში: ყაზბეგის გამზირსა და ნუცუბიძის ქუჩაზე. ასევე, 3 მშენებარე პროექტში: m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანში, m² იპოდრომთან 2.

m²-ის ბინების შეძენა 1 ივნისამდე სპეციალური ფასითაა შესაძლებელი. მაგალითად, თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით m² იპოდრომთან 2-ის პროექტში ერთ საძინებლიანი სრულად გარემონტებული ბინის შეძენა თვეში მინიმუმ 350 აშშ დოლარიდან შეგიძლიათ. ამასთან, უზრუნველყოფის სახით მხოლოდ შესაძენი მშენებარე ბინაა საკმარისი.


მსგავსი სიახლეები