m² გალერეა თანამედროვე სივრცეა ინტერიერის დიზაინის შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვებისათვის. გალერეაში დროდადრო ეწყობა ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
ირაკლი ჩიქოვანი 7 წლის ასაკიდან ხატავს. პირველი გამოფენა 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ არ შეჩერებულა. თავდაპირველად აბსტრაქციის ჟანრში მუშაობდა, დროთა განმავლობაში კი ფიგურულ კომპოზიციებზე გადავიდა. ერთ სტილში და სწორხაზოვანი მიმართულებით მუშაობა არ უყვარს და ცდილობს ნახატებში იმპრესიონიზმის, კუბიზმის და სხვა სტილების ელემენტები შეიტანოს. შექმნილი აქვს ნამუშევრების სერია ჯაზის თემატიკაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეაში იყო გამოფენილი.
განათლება:
2008-2010 - თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი, მაგისტრი
2004-2008 - თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი, ბაკალავრი
პერსონალური გამოფენები: 2016 წელი - პერსონალური გამოფენა გალერეა სფუმატოში „ინვერსია“
2015 წელი - პერსონალური გამოფენა გალერეა წითელ კვადრატში „მოძრაობა წითელზე“
2015 წელი - პერსონალური გამოფენა რუსთაველის თეატრში, ჯაზის დღესთან დაკავშირებით
ნამუშევრების ნაწილი კერძო საკუთრებაში ინახება: საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში.
მისამართი: პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N1