





საცხოვრებელი კომპლექსის “m2 იპოდრომთან” მშენებლობა და ბინების რემონტი აქტიურად მიმდინარეობს. 2014 წლის იანვარში,
I-IV კორპუსებში, სარემონტო სამუშაოების 90% დასრულდება, ბინების ნაწილში უკვე მიმდინარეობს იტალიური სამზარეულოების მონტაჟიც,რომელიც თქვენ ბინებში გაზქურასთან და გამწოვთან ერთად დაგხვდებათ. საერთო ჯამში,ბინების სარემონტო სამუშაოების 76% შესრულებულია.
უმეტეს კორპუსებში დასრულებულია გაზ-მომარაგების პროცესიც. ამჟამად სამუშაოების 99% შესრულებულია.
კომპლექსში ასევე მიმდინარეობს პარკინგის და შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოებიც.
ფასადის მოწყობა დასრულებულია კორპუსების უმეტეს ნაწილზე.
VIII-IX კორპუსებში 2013 წლის დეკემბერში ფასადის მოწყობის სამუშაოების 65 % შესრულდება. დღეისათვის ფასადის მოწყობის სამუშაოების მაჩვენებელი 56%-ია.