m2-მა FMO-ს მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსი, ორ წელიწადში, წინსწრებით დაფარა

დეკემბერი 16, 2013

2011 წლის 16 დეკემბერს ჰოლანდიის განვითარების ბანკმა FMO, საცხოვრებელი კომპლექსის “m2 იპოდრომთან” მშენებლობისთვის, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი გამოყო. პროექტის პოპულარობამ და გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა, რომ კომპანია “m2 უძრავი ქონებას” დამტკიცებული სესხის მხოლოდ ნაწილის ათვისება დასჭირდა, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით და აღნიშნული თანხაც სულ რაღაც ორ წელიწადში წინსწრებით დაფარა.

დღეისათვის, თამარაშვილის 13-ში არსებულ კომპლექსში გაყიდულია ბინების 88%, სადაც სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბინები დასრულებული  რემონტით 2014 წლის სექტემბერში ჩაბარდებათ მომავალ მობინადრეებს.

„გაყიდვების სწრაფმა ტემპმა საშუალება მოგვცა წინსწრებით დაგვეფარა “mიპოდრომთან” კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსი და ამჟამად კომპანიამ სრულად გაისტუმრა სესხი, რაც კომპანიას დაუზოგავს საპროცენტო ხარჯს და პოზიტიურად აისახება პროექტის წარმატებაზე“, აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ ჩვენს კლიენტს და თანამშრომელს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა“.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სესხის წინსწრებით დაფარვისა ჰოლანდიის განვითარების ბანკი და ამერიკული საინჟინრო–საკონსულტაციო კომპანია აეკომი გააგრძელებენ პროექტის მონიტორინგს მშენებლობის სრულად დასრულებამდე.


მსგავსი სიახლეები