უძრავი ქონების პლატფორმა Georgia Real Estate-ი ოპერირებას განახლებული სტრატეგიით განაგრძობს. კომპანიას ამიერიდან ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი უხელმძღვანელებს.
Georgia Real Estate-ი საქმიანობას ძირითადად, დეველოპერული მიმართულებით განაგრძობს. კომპანიის საქმიანობის სფერო აღარ იქნება სამშენებლო ბიზნესი. განახლებული სტრატეგიის მიზანია სამშენებლო რისკების დივერსიფიკაცია, რის შედეგადაც m² ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ m²-ი განიხილავს ახალი პროექტების განხორციელებას, ასევე განაგრძობს და დაასრულებს მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გელოვანზე (m³), და სამშენებლო კომპანია “სვეტის“ მშენებლობებს მირცხულავაზე, ჭყონდიდელსა და ნუცუბიძის ქუჩებზე.
„მიხარია, რომ დავუბრუნდი გუნდს რომელსაც დეველოპერული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ამას m²-ის არაერთი წარმატებული პროექტი ადასტურებს. შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მოქნილი სისტემა, კომპანიის მთავარი ღირებულებებია.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, „სვეტის“სამი მიმდინარე პროექტის დასრულება, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადმოვიბარეთ.“ - აცხადებს Georgia Real Estate - ის გენერალური დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი.
„მოხარული ვარ, რომ განახლებული სტრატეგიით, უცვლელი ძირითადი გუნდით და გიორგი ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 2013-2015 წლებში m²-ის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, m²-ი დეველოპერულიმიმართულებით კიდევ უფრო განვითარდება.“ - აცხადებს Georgia Real Estate-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური.