m²-ისა და “ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის

მაისი 06, 2025

ლიდერი დეველოპერული კომპანია m2  და ოჯახური ბიზნეს მოდელის მაღაზია “ფუნდუკი”, რომელიც ცნობილია ეკო-მეგობრული და მდგრადი  მიდგომებით, კრეატიულობითა და კულტურის მხარდაჭერით - პარტნიორობას აანონსებენ. აღნიშნული კოლაბორაცია ორ ბრენდს პიროვნული ინდივიდუალურობის გამოხატვის იდეის ირგვლივ აერთიანებს,  რაც ასახული იქნება ექსკლუზიური ჩანთების კოლექციაში m2-ის შთამაგონებელი ბრენდის გზავნილით - "იცხოვრე შენი ცხოვრებით".

  

m2 ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომით, ქმნის სივრცეებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი იდენტობა და შთააგონებს ადამიანებს გაბედონ და იყვნენ ავთენტურები, ესწრაფვონ, შექმნან და იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ. ფუნდუკთან თანამშრომლობა კი m2-ის ფილოსოფიას ხელშესახებ პროდუქტში გადმოსცემს.
 

“ჩვენი კოლაბორაცია წარმოადგენს ორი ბრენდის საინტერესო სინერგიას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეა მიმართული. აღნიშნული კოლექცია ჩვენი მესიჯის - “გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” უნიკალური გამოხატულებაა. ის ინდივიდუალობის გამოხატვას უჭერს მხარს და თანხვედრაშია იმ ადამიანების გემოვნებასთან, ვინც აფასებს  შემოქმედებითობას, თავისუფლებას და ეკო-მეგობრულ ცხოვრების სტილს.” - აცხადებს m2-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.

      

"ფუნდუკში ჩვენ ვმუშაობთ ისეთი ნივთების შექმნაზე, რომლებიც ამბავს გვიამბობენ და m2-თან ეს პარტნიორობა სრულად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ერთად ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ კომფორტული ცხოვრების სტილს გამოხატავს" - მარიკა ჭახრაკია, “ფუნდუკის” დამფუძნებელი.
 

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge შეძენა კი ფუნდუკის სოც. მედია არხებსა და მაღაზიაში - თბილისი, ატენის ქ. N16ა.

ტეგები:

მსგავსი სიახლეები