კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

მარტი 25, 2014

გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა - ეს სამი მიმართულება  კომპანია „m² უძრავი ქონების“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიაში შედის. ამის შესახებ დღეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. წელს, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი „m² უძრავი ქონება“-მ ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ, თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში განახორციელა. კომპანიამ გაარემონტა და საჭირო ავეჯით აღჭურვა: კომპიუტერული კლასები, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში  სპორტული მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოაწყო. „m² უძრავი ქონებამ“, მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც გააფორმა სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად წიგნები გადასცა.


მსგავსი სიახლეები