როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი

მარტი 28, 2014

შეურიეთ სტილი

.

შეგიძლიათ შეურიოთ ძველი და ახალი, კლასიკური და თანამედროვე სტილი, ნეიტრალური და მყვირალა ფერები, ასე თქვენი ოთახი უფრო საინტერესო და კომფორტული გახდება. ნეიტრალური ფერის დივანი და სავარძელი - თანამედროვე ხაზია, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტექსტურის ბალიშები და ხალიჩა, რომ უფრო მეტი კლასიკურობა შესძინოთ ოთახს. ამ ეფექტის მიღწევა კედელზე ძველებურ, ოქრისფერ ჩარჩოში ჩასმული ნახატების დაკიდებითაც შეიძლება. 

.

გამოიყენეთ ფერები

.

დაივიწყეთ ნეიტრალური პალიტრა და გაახალისეთ ოთახი. მწვანე ფერი ოთახს გაანათებს და შექმნის ბაზას ფერადი ავეჯისა და აქსესუარებისთვის.

.

დაამსგავსეთ ოთახი გალერეას

.

სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნახატები, ერთად, ერთ კედელზე დაკიდეთ, მიეცით ოთახს გალერეის ელფერი.

.

ჩამოკიდეთ კოლექცია

.

შეგიძლიათ ერთ კედელზე ჩამოკიდოთ ვერცხლის ლანგრების კოლექცია ან რამდენიმე სხვადასხვა ფორმის სარკე. ეს ნამდვილად თვალწარმტაცი სანახაობა იქნება.

.

შემოიტანეთ ისტორია

.

გამოიყენეთ სწორზედაპირიანი, დიდი ზომის ზარდახშა მაგიდათ. ამით ოთახს ისტორიულობის ელფერს შესძენთ. მუქი ყავისფერი ზარდახშა ძალიან უხდება ნეიტრალური ფერის ავეჯს.

.

შემოიტანეთ წითელი ფერი

.

თუ მთელი მისაღები ოთახი ნეიტრალურ ფერებში გაქვთ,შემოიტანეთ ერთი მკვეთრი ფერი, მაგალითად წითელი. შეიძინეთ წითელი სამეული, ამით აზიურ ელემენტს შესძენთ თქვენს მისაღებ ოთახს.

.

შექმენით საკითხავი ადგილი 

.

შექმენით მყუდრო ადგილი ოთახში საკითხავად. ყვავილებიანი პრინტის სავარძელი, ფეხის დასადები ასეთივე პრინტის პატარა სკამი და მაგიდა, რომელსაც რამდენიმე თარო ექნება. დადგით ეს ყველაფერი ერთ კუთხეში და გვერდით განათავსეთ მაღალი ტორშერი. საუკეთესო ადგილი იქნება განტვირთვისა და დასვენებისთვის.

.

შექმენით რამდენიმე კუთხე

.

თუ დიდი მისაღები ოთახი გაქვთ და გინდათ ის უფრო მყუდრო გახადოთ, შექმენით რამდენიმე განცალკევებული კუთხე. ერთი კუთხე ტელევიზორის საყურებლად, კომფორტული დივანითა და სავარძლებით, ერთი კუთხე მეგობრების მისაღებად, დიდი მაგიდითა და ბევრი სკამებით, ერთი კუთხე მხოლოდ მცირე რაოდენობის მეგობრებისთვის - პატარა სამეულით.


მსგავსი სიახლეები