







კომპანია m2-მა საცხოვრებელი კომპლექსის m2 იპოდრომთან მშენებლობა დაგეგმილზე 4 თვით ადრე დაასრულა.
20 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით საცხოვრებელი კომპლექსი m2 იპოდრომთან ექსპლუატაციაში მიღებულია. ბინების საბოლოო ჩაბარების ეტაპი ივლისის ბოლოდან დაიწყება.
/
მშენებლობის დასრულების აღსანიშნავად, 12 ივნისს, კომპანია m2-მა საცხოვრებელ კომპლექსში m2 ოპოდრომთან მასმედიის წარმომადგენლები და პარტნიორები მოიწვია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო კომპლექსის მშენებლობის პროცესში. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საცხოვრებელი კომპლექსი.
.
აღნიშნული პროექტი დააფინანსა ჰოლადნიის განვითარების ბანკმა (FMO), 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით, საიდანაც მხოლოდ 10 მლნ აშშ დოლარის ათვისება მოხდა. გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად შესაძლებელი გახდა 10 მლნ აშშ დოლარის წინსწრებით დაფარვა 2013 წლის დეკემბერში.
.
"m2 ჰოლანდიის განვითარების ბანკის საუკეთესო პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ კომპანიამ პროექტის ვადაზე ადრე დასრულება შეძლო. ეს იშვიათი შემთხვევაა. ეს ფაქტი და ეს მშვენიერი კომპლექსი m2-ის გუნდის პროფესიონალიზმზე მეტყველებს." განაცხადა ჰოლანდიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ეოვინ თიიკენსმა.
.
პროექტის სამშენებლო ფართმა 60,724 კვ.მ შეადგინა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. გარემონტდა 525 ბინა. ასევე პროექტში გათვალისწინებულია 1,375 კვ. მ კომერციული და 11,047 კვ. მ მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართი. 6,318 კვ.მ. სარეკრეაციო ზონაში კეთილმოეწყო შიდა ეზო, სპორტული მოედანი და საბავშვო ზონა.