კომპანიის შესახებ

უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბინების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, -ის ბინებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი და პირველ მაცხოვრებლებს 2021 წლის ბოლოდან მიიღებს.

 - იცხოვრე უკეთესად!

 

ჩვენი მისია

 გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში. ჩვენ მივისწრაფვით, რომ ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან. 

ჩვენი ხედვა

 დამკვიდრდეს ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელიც  საქართველოში ნერგავს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ხელმისაწვდომს ხდის მას.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენთვის ფასეულია ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის, აქციონერებისა და ზოგადად, ურბანული განვითარებისთვის.

 საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. ჩვენ ვეძებთ ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის, როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. შემოქმედებითი მიდგომებით მუდმივად ვავითარებთ ახალ იდეებს. ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას გვაძლევს ყოველთვის დავიცვათ მშენებლობის ვადები და განსაკუთრებულად ვიზრუნოთ ხარისხზე.

მშენებლობისას ვიყენებთ ისეთ ნოვატორულ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი შენობების მდგრადობასა და ენერგოეფექტურობას. ინოვაციური მიდგომებით ვგეგმავთ გარემოს ისე, რომ თითოეული კვადრატული მეტრი ეფექტურად იყოს განაწილებული და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. 

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლების, აქციონერებისა და ზოგადად, გარემოს მიმართ. გვჯერა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ჩვენი წარმატების საწინდარი ჩვენი მომხმარებლები არიან. შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სამართლიანობა და პატიოსნება.

გვწამს რა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება პასუხისგმებლობაა, ჩვენ ყოველთვის დათქმულ ვადებში ვაბარებთ მომხმარებელს საკუთარ ქონებას და ყოველთვის ვასრულებთ დანაპირებს.  სოციალურად პასუხისმგებელი ბრენდია და თავისი საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების კეთილდღეობის მშენებლობასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მათ შორის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.

2019 წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა. მოხარულები ვართ და ვამაყობთ, რომ ამიერიდან ქართული რაგბის წარმატებებთან -ის სახელიც იქნება დაკავშირებული, რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის გამარჯვებისთვის მებრძოლი დიდი გუნდი, ოჯახი რომელიც უკვე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. რაგბთან მთავარი ფასეულობები გვაერთიანებს, ეს არის გუნდურობა და გამარჯვებისკენ მუდმივი სწრაფვა. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება და ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ როგორც სპორტის განვითარებაში, ასევე ქვეყნის შენების ისტორიაში. #ესჩემიგუნდია.

ჩვენ, როგორც შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ვირჩევთ შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ყველა ჩვენი მომწოდებელი, ექსპერტი თუ კონსულტანტი ლიდერია თავისი მიმართულებით. მათი შერჩევა გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლების კომპეტენცია. სწორედ ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ მათ განვითარებასა და საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნაზე.