ერთი ადამიანის შეცვლილი ცხოვრება

იანვარი 16, 2015

ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა საჩუქარი გაგვეკეთებინა ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური საჩუქრის გაგზავნის ნაცვლად მთლიანად შეგვეცვალა ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ამას. 

გაიცანით პარაოლიმპიელი მშვილდოსნობაში, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ვანო წიკლაური. ჩვენ მას ჩვენი მაცხოვრებლების სახელით სრულად ადაპტირებული, მის საჭიროებებს მორგებული ბინა ვაჩუქეთ. სულ მალე ვანო ოპტიმა ისანის მობინადრე გახდება. მან უკვე დაათვალიერა სამშენებლო ობიექტი და მოუთმენლად ელის ბინის ჩაბარებას. შეგახსენებთ, რომ დეველოპერულმა კომპანიამ m² და არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ 2015 წლის 3 დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, დეველოპერული კომპანია m² ხდება ქვეყანაში პირველი დეველოპერი, რომელიც შეიმუშავებს და სტანდარტის სახით დაამკვიდრებს, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის ეტაპზევე, ყველა კატეგორიის შშმ პირების მოთხოვნილებების და საჭიროებების გათვალისწინებას უნივერსალური დიზაინის ნორმალების დაცვით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მაცხოვრებლებს, იმისთვის რომ არჩევანი m²-ზე შეაჩერეს, რითაც მოგვცეს საშუალება გაგვეკეთებინა კეთილი საქმე.

.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს

ტეგები:

მსგავსი სიახლეები