"m² იპოდრომთან" სამშენებლო სამუშაოები
ივლისი 25, 2012
"m² იპოდრომთან" ამ ეტაპზე განხორციელებულია შემდეგი სამშენებლო სამუშაოები:
- კორპუსი-1: დასრულდა მესამე სართულის გადახურვის ფილის მოწყობა და მიმდინარეობს მეოთხე სართულის სვეტების (კოლონების) მოწყობა. ამავე კორპუსის პირველ და მეორე სართულზე მიმდინარეობს ბლოკის დაწყობა.
- კორპუსი-2: დასრულდა მესამე სართულის გადახურვის ფილის მოწყობა, პირველ სართულზე კი მიმდინარეობს ბლოკის დაწყობა.
- კორპუსი-3: მესამე სართულზე მიმდინარეობს სვეტების და დიაფრაგმის მოწყობა, ივლისის ბოლომდე მოეწყობა მესამე სართულის გადახურვის ფილა.
- კორპუსი-4 დასრულდა საძირკველის ფილის ბეტონით მოწყობა.
- კორპუსი-5 ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე სართულზე არსებული სვეტების და დიაფრაგმის კედლების არმირება.
- ზემოთ აღნიშნულ კორპუსებს შორის არსებული "პარკინგის" 80% დასრულებულია.
- კორპუსი-6: მიმდინარეობს პირველი სართულის იატაკის მოწყობა.
- კორპუსი-7: დასრულდა საძირკვლის ფილის და სვეტების მოწყობა, ივლისის ბოლომდე დაბეტონდება პირველი სართულის იატაკი.
- კორპუსი-9: დაწყებულია მიწის ამოღება, ივლისის ბოლომდე დაიწყება საძირკვლის ფილის მოწყობა.