m²-მა 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

ნოემბერი 13, 2019

m²-მა 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. მომხმარებელს უკვე მეექვსედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. -ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ -ის ობლიგაციების რიგით მეექვსე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან -ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე“. განაცხადა Georgia Real EstateHolding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


მსგავსი სიახლეები