m²-მა 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

მარტი 24, 2015

დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. ბოლო 12 თვის განმავლობაში m2 მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში და, შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია გალტ & თაგარტ-მა განახორციელა.

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საბროკერო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ გალტ & თაგარტს მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები,“ განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და მომხმარებლის სხვა და სხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას,“განაცხადა დეველოპერული კომპანიის m² უძრავი ქონება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას გალტ & თაგარტ: www.gt.ge

ტეგები:

მსგავსი სიახლეები